ვაკის პარკს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიზეზი ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გახდა, რაც ჭადრის ხის წაქცევამ გამოიწვია.
შემთხვევა ვაკის პარკში წუხელ, გვიან ღამით მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომლებმა ხის ტოტებისგან ტერიტორიის გაწმენდა წუხელვე დაიწყეს.
ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთება უკვე დაწყებულია. პარკს დენის მიწოდება, სავარაუდოდ, დღეს აღუდგება.