საფეხბურთო კლუბ იუვენტუსის მცველი მარტინ კასერესი ავარიაში მოყვა. ურუგვაელი მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. მან საჭე ვეღარ დაიმორჩილა, საპირისპირო ხაზზე გადავიდა და რამდენიმე პარკირებული ავტომანქანა დაამტვრია.
საბედნიეროდ, ინციდენტი მძიმე ტრავმების გარეშე დასრულდა. ფეხბურთელს მართვის მოწმობა ჩამოართვეს.