რუსეთმა უკრაინული ავიაკომპანიების წინააღმდეგ საპასუხო სანქციები აამოქმედა. „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა“ და კომპანია „მოტორ სიჩმა“ მოსკოვიდან ოფიციალური შეტყობინება უკვე მიიღეს. რუსული მხარის გადაწყვეტილებით, ავიაკომპანიებს რუსეთის მიმართულებით რეისების შესრულება 25 ოქტომბრიდან აეკრძალებათ. მანამდე რუსულ ავიაკომპანიებს სანქციები უკრაინულმა მხარემ დაუწესა.