რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას ახორციელებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა.
„რუსეთი დღემდე კატეგორიულად უარყოფს საომარ მოქმედებებში ჩართულობას, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აწარმოებს,“-აღნიშნა პოროშენკომ.
უკრაინის ლიდერის გამოსვლისას რუსეთის დელეგაციამ დარბაზი პროტესტის ნისნად დატოვა.