გერმანიის მთავრობამ მიგრანტთა შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. ახალი რეგულაციები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიცემის პროცედურის გამკაცრებას ითვალისწინებს.
იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს პარლამენტიც დაუჭერს მხარს, კოსოვოს, მონტენეგროს, ალბანეთისა და ბოსნიის მოქალაქეებს გერმანიაში თავშესაფრის მიღების იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ, რადგანაც ბერლინმა ეს ქვეყნები უსაფრთხო სახელმწიფოებად გამოაცხადა.