საუდის არაბეთი სირიის მოქმედ პრეზიდენტს გადაყენებით ემუქრება. საგანგებო განცხადება სირიის კრიზისთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
ადელ ალ-ჯუბეირის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბასარ ასადი პოსტს საკუთარი ნებით არ დატოვებს, ის შესაძლოა ძალისმიერი გზით გადააყენონ.
როგორც საუდის არაბეთის პირველი დიპლომატი აცხადებს, თუ ასადი გადადგომაზე უარს იტყვის, სირიაში ხელისუფლების ცვლის პროცესი ხანგრძლივი იქნება, რაც მსხვერპლს კიდევ უფრო გაზრდის.