ვაშინგტონი ბაშარ ასადის დაუყოვნებლივ გადადგომას აღარ ითხოვს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა.
ჯონ ქერის თქმით, შეერთებული შტატები სირიაში კონფლიქტის დაწყების პერიოდში ასადის დაუყოვნებლივ გადადგომით იყო დაინტერესებული, თუმცა ამჟამად თანახმაა გარდამავალი მთავრობის შექმნამდე სირიის მოქმედმა ლიდერმა პოსტი შეინარჩუნოს. "წინააღმდეგ შემთხვევაში სირიის სახელმწიფო ინსტიტუტები შესაძლოა საერთოდ ჩამოიშალოს,"-აღნიშნა ქერიმ.