ნატო ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში რუსეთის ჩართვას მიესალმება. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა.
სტოლტენბერკის თქმით, რუსეთმა სირიის კრიზისის დარეგულირებაში კონსტრუქციული როლი უნდა ითამაშოს, თუმცა მოსკოვის მიერ ასადის რეჟიმის ღია მხარდაჭერა კონსტრუქციული ნაბიჯი არ არის.
რუსეთის პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკვე განაცხადა, რომ სირიაში კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი გზა მოქმედი რეჟიმის მხარდაჭერაა.