გვიან რამით მინსკში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა დასრულდა. მხარეები დონბასში ე.წ. ურთიერთშეხების ხაზიდან 100 მილიმეტრამდე კალიბრის შეიარაღების გაყვანაზე შეტანხმდნენ.
ტანკების, საარტილერიო აღჭურვილობისა და ნაღმტყორცნების გაყვანა 2 ეტაპად განხორციელდება.
პირველი ეტაპი ლუგანსკში ცეცხლის სრულად შეწყვეტიდან 2 დღეში დაიწყება, მე-2 ეტაპი კი დარჩენილ ტერიტორიას მოიცავს.