ვიწყებ ჩემს უკანასკნელ ბრძოლას, რუსეთის ხელისუფლების თვალთმაქცობისა და უკანონობის წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინელმა მფრინავმა ქალი, სახალხო დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო აცხადებს, რომელიც რუსეთის ხელისუფლების პირად ტყვედ მიიჩნევს თავს.
სავჩენკოს მიმართვა მისმა ადვოკატმა ნკოლაი პოლოზივმა გაავრცელა.
„სასამართლო არ იქნება პატიოსანი და სამართლიანი. რუსეთში ეს შეუძლებელია, აქ სასამართლო და გამოძიება - კრემლის მარიონეტები არიან. ბრძოლა იქნება იმისთვის, რომ ცივილიზებულ და პროგრესულ მსოფლიოს ვანახოთ სიმართლე რუსეთის შესახებ და მისი ხელისუფლების დანაშაულებების თაობაზე. ბოლო ბრძოლა- ყველაზე მძიმე ბრძოლა. მადლობა თქვენ, ყველას, რომ არ მტოვებდით მარტო და მარტო არ ტოვებთ უკრაინას ამ მძიმე ბრძოლაში“, - ნათქვამია საჩვენკოს მიმართვაში.
რუსეთის როსტოვის ოლქის დონეკცის საქალაქო სასამართლომ უარი განაცხადა სავჩენკოს ადვოკატების შუამდგომლობაზე, მისი სპეციალისტ-პოლიგრაფოლოგის („სიცრუის დეტექტორი“) მონაწილეობით დაკითხვაზე.