საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა სახელფასო განაკვეთის ზღვარის დაწესების მიზნით, პარლამენტში კანონპროექტი შევიდა. მას შემდეგ, რაც ფონდის ხელმძღვანელად საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერი დავით საგანელიძე დაინიშნა, მისი თანამშრომლების ხელფასების ოდენება აქტულაური გახდა.
კანონპოექტში, რომლის ავტორი და ინიციატორიც ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი აკაკი ბობოხიძეა, ნათქვამია, რომ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შრომითი ანაზღაურება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთს არ უნდა აღემატებოდეს.
"საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონით კი, სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 7 000 ლარს შეადგენს. აკაკი ბობოხიძის ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის ხელფასი დაახლოებით 30 ათასი ლარია.