ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, 28 სექტემბერს ჩეხეთის ელჩმა საქართველოში მიღება გამართა.
სადღესასწაულო მიღებას დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
გიორგი ალიბეგაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ყურადღება ქართველი და ჩეხი ხალხის განსაკუთრებულ ურთიერთობებზე გაამახვილა.
„გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ჩეხ ხალხს კეთილდღეობასა და წინსვლას ვუსურვებ.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხანგრძლივი მეგობრული კავშირები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას ორივე ქვეყნის მოქალაქეების საკეთილდღეოდ კვლავაც მოგვცემს,“–განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ჩეხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული, ყოველწლიურად 28 სექტემბერს აღინიშნება.