თალიბებმა ჩრდილოეთ ავღანეთში ასობით პაციენტით სავსე ჰოსპიტალი დაიკავეს. რადიკალური მოძრაობა ”თალიბანის” მებრძოლები აცხადებენ, რომ მათ ასევე დაიკავეს რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურათა შენობები და ჰოსპიტალი, ქალაქ კუნძაში, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილის ადმინისტრაციულ ცენტრში მდებარეობს.
არსებული ცნობების თანახმად, ჰოსპიტალში 200-მდე პაციენტი იმყოფება .
ადგილობრივი მასობრივი მედიასაშუალებები იტყობინებიან, რომ მებრძოლები საავადმყოფოში შეიპარნენ ექიმებად გადაცმულნი.
რადიკალებმა კუნძას შეუტიეს დღეს დილით ქალაქის საკუთარი კონტროლის ქვეშ მოქცევის მიზნით .სახელმწიფო შიდა ჯარი აგრძელებს ოპერაციას ტერორისტების წინააღმდეგ . ჰოსპიტალთან ისმის გასროლის ხმები, ადგილობრივი მედიის განცხადებით მოკლულია 20 თალიბი.