კიევი რუსულ ავიაკომპანიებს სანქციებს უწესებს. შესაბამისი შეტყობინება უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა რუსულ მხარეს უკვე გაუგზავნა.
უკრაინული მხარის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი. მაქსიმ სოკოლოვის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა რუსულ ავიაკომპანიებს ფრენებს შეუზღუდავს, იმავე დღიდან რუსეთი საპასუხო სანქციებს აამოქმედებს.