ბრიტანეთი უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორებს გაგზავნის. ამის შესახებ პრემიერმა დევიდ ქემერონმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფო მზადაა უკრაინას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად დახმარება მომავალშიც გაუწიოს. ქემერონმა ყურადღება დონბასში დაგეგმილ სეპარატისტულ არჩევნებზეც გააკეთა და ღიად განაცხადა, რომ ლონდონი დეფაქტო არჩევნების შედეგებს არასდროს აღიარებს.