იაპონია მიგრანტთა დასახმარებლად 810 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ სააგენტო როიტერი იტყობინება. ოფიციალურ განცხადებას ქვეყნის პრემიერი სინძო აბე სავარაუდოდ 30 სექტემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გააკეთებს. ამასთან, იაპონია საემიგრაციო რეგულაციების შემსუბუქებას და საკუთარ ტერიტორიაზე მიგრანტთა მიღებას არ აპირებს. გასულ წელს ქვეყანამ პოლიტიკური თავშესაფარი 5 ათასი მსურველიდან მხოლოდ 11-ს მისცა.