დონალდ ტრამპი სახელმწიფო საგადასახადო სისტემის რეფორმირების პირობას დებს. მილიარდერის თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის ამერიკელთა მნიშვნელოვან ნაწილს გადასახადებს შეუმცირებს. საკანონმდებლო ცვლილებები ძირითადად იმ კორპორაციებსა და მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებსაც მცირე და საშუალო შემოსავალი აქვთ. სოციალურად დაუცველ მოსახლეობას კი გადასახადები საერთოდ გაუუქმდება.