ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ბელარუსის ლიდერი დასავლეთს აკისრებს. ამის შესახებ მან გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა. „იმის გამო, რომ ერაყში თითქოსდა ბირთვული იარაღი იყო, იქ შეიჭერით და ქვეყნის გადემოკრატიულება გადაწყვიტეთ, მაგრამ სად არის ან იარაღი ან დემოკრატია? რატომ მოკალით სადამ ჰუსეინი? იმის მაგივრად, რომ ამის გამო ბოდიში მოგეხადათ, იგივე გააკეთეთ ტუნისსა და ლიბიაში, მოკალით პრეზიდენტი გადაფი და გაანადგურეთ ქვეყანა. ახლა კი სირიაში კანონიერ ხელისუფალს ებრძვით? რა დაგიშავათ ასადმა?რას ერჩით?“-განაცხადა ლუკაშენკომ.