ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში ერთპიროვნული ლიდერობა სურს და სხვა ქვეყნების ინტერესებს არ ითვალისწინებს, დაღუპვისთვისაა განწირული. ამის შესახებ ბელარუსის ლიდერმა გაეროს გენერალურ ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა. „ძველი ანდაზა გვეუბნება, რომ სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერების აგება არ შეიძლება. ნებისმიერი უპირატესობა არის წარმავალი და ზიანის მომტანი. ჰეგემონიურ პოლიტიკას და ეროვნულ ეგოიზმს მოაქვს საერთაშორისო ზეწოლა, სანქციები და შეზრუდვები,“-აღნიშნა ლუკაშენკომ.