მთიანი ყარაბახის კომფლიქტთან დაკავშირებით, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა ეუთოს მისიამ მოითხოვა . მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება მოსთხოვეს.
ეუთოში აცხადებენ, რომ სასაზღვრო ზონაში დაძაბულობის დონე უნდა შემცირდეს და ამისთვის ორივე მხარემ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას. სერჯ სარქისიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა წლის ბოლომდე გაიმართება .
შეგახსენებთ, ვითარება მთიან ყარაბაღში ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაიძაბა , ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ , ერევანი კი ბაქოს არტილერიისა და სარაკეტო სისტემების გამოყენებით დაემუქრა.