რუსეთმა უკრაინის გვერდის ავლით სარკინიგზო ხაზის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ბულგაკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, პროცესში 600-მდე სამხედრო მოსამსახურე და 350 ერთეული სამხედრო ტექნიკაა ჩართული. რკინიგზის მშენებლობა 56,6 მილიარდი რუბლი დაჯდება და რუსეთის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებს როსტოვსა და კრასნოდართან დააკავშირებს.