მთნიან ყარაბაღში კონფლიქტის ზონაში შეტაკებებს 5 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. უწყების ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 74-ჯერ დაარღვია.