რუსეთში შესაძლოა 21 წლამდე ასაკის პირებისთვის ალკოჰოლის მიყიდვა აკრძალონ. შესაბამის კანონპროექტს მხარს ჯანდაცვის სამინისტრო უჭერს.
„მომავალ თაობებს კარგ სამსახურს გავუწევთ, თუ ასაკობრივ ზღვარს 3 წლით გავზრდით. ამით ახალგაზრდებს ალკოჰოლის ზეგავლენისგან დავიცავთ,“-აცხადებს უწყების ხელმძღვანელი ვერონიკა სკვორცოვა.
დღეისათვის რუსეთში ალკოჰოლის მიყიდვა 18 წელს ზემოთ პირებისთვის არის დაშვებული.