რეპერი ქეინი ვესთი თეთრ სახლში მოსახვედრად იბრძოლებს. ამის შესახებ მუსიკოსმა MTV-ს დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა, მაგრამ მაშინ მისი განცხადება ხუმრობად აღიქვეს.
ჟურნალ Vanity fair - ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თავის გადაწყვეტილება კიდევ დაადასტურა.
რეპერმა აღნიშნა რომ იდეა ბევრმა ამერიკელმა მოუწონა. თუმცა ქეინი ვესთს ჯერ არ გადაუწყვეტია რომელი პატრიის რიგებში გაწევრიანდება და ვისი მხარდაჭერით აპირებს არჩევნებში მონაწილეობას.