უბედური შემთხვევა მალაიზიაში. ტრენგანუს შტატში მეხი დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა. ინციდენტს 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა, მისი რამდენიმე ნათესავი კი დაშავდა.
მოზარდები მდინარეში გველთევზებისთვის მახეებს აგებდნენ, როდესაც ძლიერი შტორმი დაიწყო. მათ თავი ხეს შეაფარეს, რომელსაც მეხი დაეცა.