რუსეთის მიერ სირიის მოქმედი რეჟიმის მხარდაჭერა უკრაინის პრეზიდენტს ყირიმის ანექსიასა და დონბასში განვითარებულ მოვლენებს ახსენებს. ამის შესახებ მან ტელეარხ ინტერისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთის გააქტიურება სირიაში ძალიან ჰგავს ყირიმის ანექსიის დასაწყისს და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების პერიოდს. პუტინს დესტაბილიზაციის შეტანა მთელ მსოფლიოში სურს,“-აღნიშნა პოროშენკომ.