ფიფას პრეზიდენტი ციურიხში დაკითხეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც იოზიფ ბლატერის წინააღმდეგ შვეიცარის გენერალურმა პროკურატურამ საქმე აღძრა. უწყების განმარტებით, ფიფას თავკაცი სამსახურეობრივ გულგრილობასა და თანხების გაფლანგვაშია ეჭვმიტანილი, რასაც ბლატერი კატეგორიულად უარყოფს. კორუფციულ სკანდალში ის მას შემდეგ გაეხვა, რაც შვეიცარიის პოლიციამ ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა. მათ ბრალი თაღლითობაში, მექრთამეობასა და ფულის გამოძალვაში ედებათ.