ავტოკონცერნ ვოკსვაგენის მიერ წარმოებული ავტომანქანები შვეიცარიამ გაყიდვიდან ამოიღო. სანქციები ძირითადად დიზელის ძრავზე მომუშავე ავტომობილებს შეეხო, რომლებიც შესაძლოა ეკოლოგიურ ნორმებს არ აკმაყოფილებდნენ. შეზღუდვები მანამდე იმოქმედებს, სანამ მანქანების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ შვეიცარია ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას არ მიიღებს. ანალოგიური სანქციები ვოლკსვაგენს შეერთებულმა შტატებმაც დაუწესა. ვოკსვაგენს დაზარალებული მხარისთვის სოლიდური კომპენსაციის გადახდა მოუწევს.