ლიბანური შიიტური დაჯგუფების, ჰეზბოლას ლიდერი რუსეთის მიერ სირიის მოქმედი რეჟიმის მხარდაჭერით კმაყოფილია. ჰასან ნასრალას თქმით, რუსეთი სამხედრო ოპერაციებში იმის გამო ჩაერთო, რომ საერთაშორისო კოალიციის კამპანია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ არაეფექტური იყო. ჰეზბოლას ლიდერის მტკიცებით, ასადის რეჟიმი რუსეთისგან თანამედროვე შეიარაღების სისტემებს, რაკეტებს, სამხედრო თვითმფრინავებსა და ვეტმფრენებს იღებს, რაც სირიის კანონიერ ხელისუფლებას ტერორისტებთან ბრძოლაში ეხმარება. რაც შეეხება ცოცხალი ძალით დახმარებას, ნასრალას თმით, ასადს მოსკოვისთვის ასეთი თხოვნით ჯერ არ მიუმართავს, თუმცა ეს ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს.