ყოველდღიურად ევროპაში 8 ათასზე მეტი სირიელი და ერაყელი ლტოლვიოლი გადადის. ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა საქმეების კომიტეტი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ საბერძნეთის საზღვარს ყოველდღიურად 5 ათასამდე დევნილი გადაკვეთს. მთლიანობაში კი წლის დასაწყისიდან დღემდე ევროპის ტერიტორიაზე ნახევარ მილიონამდე მიგრანტი გადავიდა.