უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ავიაკომპანიების - „აეროფლოტის“ და „ტრანსაეროს“ ფრენები აკრძალა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა არესნი იაცენიუკმა განაცხადა.
„უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უკრაინის მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, უკრაინაში რუსული ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვის შესახებ, პირველ რიგში „აეროფლოტის“ და „ტრანსაეროს“, - განაცხადა იაცენიუკმა.
შეგახსნებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დაამტკიცა სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელეშიც არასასურველი იურიდიული პირების ჩამონათვალში რუსეთის უმსხვილესი ავიაკომპანიები მოხვდნენ.