ცნობილი ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი რუსეთში ბიზნესის დაწყებას აპირებს. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობს რუსეთში საპროდიუსერო კომპანიის გახსნა სურს, რისთვისაც მოსკოვში პარტნიორებს ეძებს.
სიგალი მონაწილეობას პრიმორიაში „ვეფხვის დღის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებშიც მიიღებს, რომელსაც სავარაუდოდ პამელა ანდერსონიც დაესწრება.