გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა სააგენტო ლუგანსკში განვითარებული პროცესების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
სააგენტოს ხელმძღვანელის, სტივენ ო ბრაიენის განცხადებით, სეპარატისტთა მიერ კონტროლირებადი დეფაქტო რესპუბლიკიდან ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებს აძევებენ. ტერიტორიის დატოვების განკარგულება მათ ხვალამდე მისცეს.
გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა სააგენტომ ფუნქციონირება დონეცკშიც შეწყვიტა.