ჩეჩნეთის ლიდერი ირწმუნება, რომ სირიელ ლტოლვილებს სუფრით გაუმასპინძლდა. „გერმანიის ქალაქ კილში ასობით ლტოლვილი ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში დავაპურეთ. დღეს ლტოლვილთა ბანაკიდან კიდევ ათასამდე ადამიანს წავიყვანთ რესტორანში და კარგად გავუმასპინძლდებით. კეთილი საქმისთვის ფული ახმად კადიროვის ფონდიდან გამოიყო. ლტოლვილებისთვის ფონდი საბავშვო მოედნის მოწყობას და სასკოლო ინვენტარის ყიდვასაც გეგმავს,“-წერს კადიროვი სოციალურ ქსელებში.