ებრაელმა სუპერმოდელმა ბარ რაფაელიმ თავის ქორწილის დღეს ხაიფის თავზე საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მოითხოვა. მოდელის ინიციატივას მხარი მისმა საქმრომ, ბიზნესმენმა ადი ეზრამაც დაუჭირა.
წყვილის განმარტებით, ისინი სპეციალური უპილოტო თვითმფრინავების, ვეტმფრენებისა და საჰაერო ბურთების გამოყენებას აპირებენ, რისთვისაც თავისუფალი საჰაერო სივრცეა საჭირო.
იმ შემთხვევაში, თუ ისრაელის სამოქალაქო ავიაცია ქორწილის გამო ხაიფას საჰაერო სივრცეს ჩაკეტავს, ისრაელის ტრანსპორტის მინისტრი უწყების ხელმძღვანელს გადაყენებით ემუქრება.