უნიკალური სახეობის ავსტრალიური კოალა დაღუპვას გადაურჩა. ბელი, სახელად ბეარ გრილსი ავტომობილის ქვეშ მოჰყვა და მანქანის რადიატორში გაიჭედა. მძღოლი ლორენ დევისი მომხდარში მალე გაერკვა და მანქანას წინა საბარგული ახსნა, თუმცა დაშავებული ცხოველი ვერ აღმოაჩინა და კიდევ 10 კილომეტრი იარა. საბოლოოდ მან კოალა თავის გარაჟში მანქანის საფუძვლიანი დათვალიერებისას იპოვა და ვეტერინარებს გამოუძახა. მძიმედ დაშავებული ბელი სასწაულებრივად გადარჩა.