შეერთებული შტატები უკრაინას თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერებაში დაეხმარება. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა უკრაინელ კოლეგა სტეპან პოლტორაკთან შეხვედრისას განაცხადა. ეშტონ კარტერმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და კიევს შეიარაღებული ძალებისა და სასაზღვრო სამსხურის მოდერნიზებაში დახმარებას დაჰპირდა.