რომის პაპი შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. ნიუ იორკში გამგზავრებამდე ფრანცისკ პირველი სიტყვით კონგრესმენთა წინაშე წარსდგა. პონტიფიკოსმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის ძირითადი ნაწილი მიგრანტების თემას დაუთმო. რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს მან ლტოლვილებზე ზრუნვისაკენ მოუწოდა. პაპმა ყურადღება შეერთებულ შტატებში სიკვდილით დასჯის გაუქმების მნიშვნელობაზეც გაამახვილა და ღიად განაცხადა, რომ თანამედროვე, ცივილიზებულ ქვეყნებში სასჯელის უმაღლესი ზომა დიდი ხნის გაუქმებული უნდა იყოს. კიდევ ერთი პრობლემატური თემა, რომელზეც კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ისაუბრა, აბორტები იყო. პაპმა ამერიკის მთავრობას აბორტების აკრძალვისკენ მოუწოდა.