საუდის არაბეთი მექაში ჰაჯის ჩატარების წესებს შეცვლის. ამის შესახებ ქვეყნის მონარქმა, მეფე სალმანმა განაცხადა. მისივე თქმით, იმისათვის, რომ მთავარი მუსლიმანური რიტუალი ადამიანების სიცოცხლისთვის უსაფრთხო გახდეს, მომლოცველთა გადაადგილების უკეთ ორგანიზაებაა საჭირო. ტრაგედია მექაში გუშინ “ეშმაკის ჩაქოლვის” ტრადიციული რიტუალის შესრულებისას დატრიალდა. ჭყლეტაში მოლო მონაცემებით, 720-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასობით კი მძიმედ დაშავდა.