სასტიკი მკვლელობა უფაში. 11 წლის გოგონას ცხედარი პოლიციამ სკოლის უკან, გარაჟებთან აღმოაჩინა.
გოგონას სხეულზე მრავალრიცხოვანი დაზიანებები აღენიშნებოდა. ექსპერტიზის თანახმად, ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
პოლიციამ მოძალადე უკვე დააკავა. 36 წლის ბოროტმოქმედის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეჭვმიტანილი სასჯელს ანალოგიური დანასაშაულის ჩადენისთვის უკვე იხდიდა.