საუდის არაბეთში დატრიალებულ ტრაგედიაში ჩეჩნეთის ლიდერი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. ამის შესახებ მან სააგენტო ინტერფაქსს განუცხადა. „ეს ნამდვილი მუსლიმანისთვის დიდი პატივია. ყველა ჭეშმარიტი მორწმუნე ოცნებობს იმაზე, რომ მექაში მოკვდეს. მათ ვინც ამ წმინდა ადგილზე კვდება, ალაჰი ყველა ცოდვას ჰპატიობს. ამიტომ, მექაში სიკვდილი ღვთის საჩუქარია და არა სიკვდილი,“-აღნიშნა რამზან კადიროვმა. მექაში „ეშმაკის ჩაქოლვის“ რიტუალზე მომხდარ ჭყლეტაში დღეს 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.