კრემლის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი ადასტურებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ცნობილ ბრიტანელ მუსიკოსს, სერ ელტონ ჯონს ესაუბრა. მისი თქმით, პუტინი მომღერალს ტელეფონით დაუკავშირდა და პრანკერების ხუმრობისთვის ბოდიში მოუხადა. ამასთან, კრემლის ლიდერმა, ელტონ ჯონს შეხვედრაც აღუთქვა. მომღერალი რუს პრანკერთა მახეში მას შემდეგ გაება, რაც ლგბტ უფლებებზე სასაუბროდ პუტინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. ამის შემდეგ სატელეფონო ხულიგნები ელტონ ჯონს დაუკავშირდნენ, თავი პუტინად წარუდგინეს და შეხვედრა დაუთქვეს. მოტყუებულმა მომღერალმა რუსეთის ლიდერს საჯაროდ მადლობაც კი გადაუხადა, თუმცა მოგვიანებით კრემლმა სატელეფონო საუბრის ფაქტი არ დაადასტურა.