კრემლის პრეს-მდივანი ადასტურებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრას გეგმავს. პუტინი და ობამა ერთმანეთს 28 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდებიან.
ამავე დღეს პუტინი ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. კრემლის ლიდერი გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნსა და იაპონიის პრემიერ სინძო აბესთან შეხვედრასაც გეგმავს.