"ალიანსი საქართველოსთვის" ოპოზიციის მიერ ხვალისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციას არ შეუერთდება. განცხადება ამის შესახებ "ალიანსის" სახელით "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა.
მისი განმარტებით, 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებას "ალიანსი საქართველოსთვის" მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, თუმცა გამარლებულად არც წინასაარჩევნო პერიოდში აქციების გამართვა მიაჩნია.
"გაერთიანების ძირითადი ამოცანა არჩევნებში მონაწილეობა და მოგებაა. წინასაარჩევნო პერიოდში საპროტესტო გამოსვლები მიუღებელია", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ამასთან, "ალიანსის" წარმომადგენელი ხელისუფლებას და ოპოზიციას დემონსტრაციის დროს კანონის სრული დაცვისკენ მოუწოდებს.