უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ბერლინი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. გერმანიის მთავრობა ვიქტორ ურბანმა მორალურ იმპერიალიზმში დაადანაშაულა. მისივე თქმით, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ბერლინი მიგრანტებთან დაკავშირებით იღებს, მხოლოდ გერმანიის ტერიტორიაზე უნდა გავრცელდეს, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები კი გერმანიის ნება-სურვილს არ უნდა დაემორჩილონ. ლტოლვილთა განთავსების ქვოთებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკვე შეთანხმდნენ, თუმცა მიგრანტთა განაწილების სისტემას უნგრეთმა, ჩეხეთმა და სლოვაკეთმა მხარი არ დაუჭირა.