მორიგი ტერორისტული აქტი იემენში. ძლიერი აფეთქებების ხმა გამთენიისას სანას ცენტრალურ რაიონში გაისმა. თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი მეჩეთთან აიფეთქეს. ტერაქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 30-მდე კი მძიმედ დაშავდა. იემენის დედაქალაქი ამ დრომდე ხუსიტ ამბოხებულთა კონტროლქვეშ იმყოფება.