ვაშინგტონი გერმანიაში დამატებით ატომური ბომბების განთავსებას არ აპირებს. ამის შესახებ აშშ ბირთვული უსაფრთხოების სამმართველოს პრეს-მდივანმა შელი ლაველმა განაცხადა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პენტაგონი გერმანულ ავიაბაზაზე B61-12 ტიპის ატომური ბომბების განთავსებას აპირებს, 2 დღის წინ გერმანულმა ტელეარხმა ZDF-მა გაავრცელა, რასაც მოსკოვის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.