შეტაკებები იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. პალესტინელი გოგონას დაკრძალვის ცერემონია მასობრივ არეულობებში გადაიზარდა. პროცესიის მონაწილეებმა ებრაელ ჯარისკაცებს ქვები დაუშინეს, სპეცრაზმელებმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. 18 წლის სკოლის მოსწავლე გოგონა სამხედრო ბლოკ-პოსტთან მესაზღვრეების ტყვიას ემსხვერპლა. როგორც ებრაული მხარე ირწმუნება, გოგონა სამხედრო მოსამსახურეზე დანით თავდასხმას ცდილობდა.