რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ მეორისა და მისი მეუღლის, ალექსანდრა ფიოდოროვნას ნეშტების ექსგუმაცია დაასრულა.
ნეშტები 2007 წელს ეკატერინბურგში აღმოაჩინეს და მათი იდენტობის დასადგენად ესპერტიზის ჩატარება გადაწყდა. რომანოვების ოჯახის მემკვიდრეები ექსგუმაციას დათანხმდნენ.
სისხლის სამართლის საქმე რუსეთის საიმპერატორო ოჯახის დახვრეტის ფაქტზე 1993 წელს აღიძრა.