ვოლკსვაგენის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილება მარტინ ვინტერკორნმა გვიან ღამით მიიღო. გადადგომის მიზეზი კონცერნის წინააღმდეგ აგორებული სკანდალი გახდა. ვოლკსვაგენის მიერ წარმოებულმა ავტომობილებმა შეერთებულ შტატებში ეკოლოგიური ტესტირება ვერ გაიარა, რის გამოც კონცერნს ამერიკული ბაზრიდან ნახევარ მილიონზე მეტი მანქანის ამოღება მოუხდა. ამასთან, ვოლკსვაგენს სოლიდური ჯარიმის გადახდაც მოუწევს.